logo
ENG



"პასუხი გავცეთ გახრწნილ სისტემას" - მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციას შეუერთდა

04 ნოე 202021:27
3 წუთის საკითხავი
 

ერთ-ერთ საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილიც მივიდა და დემონსტრანტებს შეუერთდა.

მისი თქმით, ის აქ ქართული ოცნების მხრიდან მის მიმართ ჩადენილმა უსამართლობამ მოიყვანა. 

"არ იყო ჩემი საქმე პოლიტიკა, მაგრამ ამათმა სიმახინჯემ, ამ მახინჯმა სისტემამ აქაც მომიყვანა. მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ახალგაზრდას, სტუდენტს, მოხუცს, პატარას, კვირას მოვიდნენ და ამ გახრწნილ სისტემას პასუხი გასცენ". - თქვა მაჩალიკაშვილმა. 

საოლქო-საარჩევნო კომისიებთან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პოლიტიკოსები, მაჟორიტარობის კანდიდატები ითხოვენ, დათვლის და საჩივრების განხილვის პროცესს დაესწრონ, თუმცა, პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. 

აქციებზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი. 

ამ დროისთვის ოპოზიციური სპექტრი არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 


close დახურვა